23:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 18:49:30, 1079 ნახვა

საზოგადოება
საკანონმდებლო წინადადებით, შესაძლოა, რამდენიმე საეკლესიო დღესასწაული უქმე დღედ გამოცხადდეს

თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა ზაალ წერეთელმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული, შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს.

პარლამენტის ბიურომ საკითხი განსახილველად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ "ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული" და "ასეთ საზეიმო თარიღებში, თუ ისინი სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები უღიმღამოდ, თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება".

"სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.

თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი - მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა". - ნათქვამია წინადადებაში.

წერეთლის წინადადებით, შესაძლოა, უქმე დღეებად გამოცხადდეს შემდეგი თარიღები:

ღვთისმშობლის შობა - 21 სექტემბერი;

ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი;

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა - 4 დეკემბერი;

მირქმა - 15 თებერვალი;

ხარება - 7 აპრილი;

ამაღლება - აღდგომიდან მეორმოცე დღეს;

ფერისცვალება - 19 აგვისტო;

ნინოობა - 27 იანვარი;

ნიკოლოზობა - 19 დეკემბერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics