21:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 14:05:59, 615 ნახვა

სამართალი
ბეჟაშვილი: ჯამალაშვილი 2012 წლამდე საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს ეხება.

როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, დაკავებული ჯამალაშვილი, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, 2012 წლამდე საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაკავებული პირი საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში,  შვილი ბრალდებული იყო  და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული, აქაც პროკურატურას აქვს ბერკეტები რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ.  ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა წინარე შემთხვევებში, როცა მეტი მტკიცებულებები იყო, ხელისუფლებამ არცერთი ღონისძიება ბოლომე არ მიიყვანა და პირები არ დასაჯა. შანტაჟი, თვათვალი ამ მთავრობის მეთოდად იქცა, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ ამ საქმის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics