21:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 11:27:47, 720 ნახვა

ეკონომიკა
„ნიკოლი“ - საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა.

„ძალიან მცირე მასშტაბით დავიწყეთ, მხოლოდ ორი მკერავი გვყავდა. დღეს კი უკვე 45 დასაქმებული გვყავს კომპანიაში.  მიუხედავად საწყისი მცირე რესურსისა, თავიდანვე გვქონდა მკვეთრად გამოხატული ნიშა — ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავისი დიზაინით, მნიშვნელოვნად გამორჩეული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტისგან. გვსურს, მუდმივად შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალიზმი და მაღალი ხარისხი”,— ამბობს  ნიკა ნიკოლეიშვილი, „ნიკოლის“ დამფუძნებელი.

„ნიკოლის“ განვითარების მასშტაბი ასეთია: თავიდან იყო შესაბამისი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა. შემდეგ, ბრენდის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, 5 თვის შემდეგ კი -  პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნა. დღეს „ნიკოლის“ ხუთი ფილიალია აქვს. ოთხი მათგანი თბილისშია წარმოდგენილი, ერთი კი — ბათუმში.

„ყოველთვის ვამბობ, რომ „ნიკოლის“ დაარსების პირველივე დღიდან ერთგულ მხარდამჭერად მოგვყვება თიბისი. ბანკი ისეთ რთულ პერიოდებშიც  გვიწყობდა განვითარებაში ხელს, როგორიც კოვიდპანდემია იყო. მაშინ ყველას ახალ რეალობაზე გვიწევდა ადაპტირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თიბისის დახმარებით არა მხოლოდ გავუმკლავდით გამოწვევებს, არამედ გავიზარდეთ კიდეც”, - ამბობს “ნიკოლის” დამფუძნებელი.

უკვე რამდენიმე წელია, „ნიკოლი“ ექსპორტზეა ორიენტირებული. მიზანი შემდეგია - გაფართოება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, “ნიკოლის” ხშირად იხილავთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics