13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 15:50:51, 730 ნახვა

მსოფლიო
კრლემი სუმის დაბომბვაზე - რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს

კრემლი თავისივე შეიარაღებული ძალების მიერ 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე მიტანილ მომაკვდინებელ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.

"ჩვენ არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს". - თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე 13 აპრილის იერიშისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარის შესახებ, რომ რუსეთმა "შეცდომა დაუშვა". 

ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსებმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინული ქალაქის, სუმის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 117 ადამიანი. 

აღნიშნულს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთმა "შეცდომა დაუშვა". 

"ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს საშინელი რამ არის. ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა". - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას.

ამასთან, რუსების მიერ 4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე მიტანილ იერიშს კი 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი. დაშავდა 75-მდე ადამიანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics