22:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 16:34:54, 569 ნახვა

მსოფლიო
ჩეჩნეთში პოლიციელის მკვლელი 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დააგდეს

რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს.

თავდამსხმელმა პოლიციელის ორი თანამშრომელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მკლეს. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი.

მედიის ინფორმაციით მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics