12:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 09:33:50, 586 ნახვა

საზოგადოება
7 აპრილი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აპრილს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო- მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°.

  • თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია
    ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9°.
  • სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი
    მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics