19:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 12:24:00, 570 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და სერჟანტმა დავით ჯანეზაშვილმა დიდი ბრიტანეთის უელსის პრინცის დივიზიონის ბენდთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი 12 მარტს, უელსის პრინცის დივიზიონის ორკესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის ფარგლებში, კრიკჰოუველის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

კონცერტამდე დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წევრები ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორ-მუსიკოსების სპეციალურ მასტერკლასებს დაესწრნენ, რომლის მიზანი ორკესტრის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესება იყო.

ქართული და ბრიტანული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების ურთიერთობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც საქართველოში ბრიტანეთის არმიის ბენდი "სალამანკა" ჩამოვიდა და კონცერტები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გამართა. „სალამანკას“ თბილისის კონცერტში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრიც მონაწილეობდა. სწორედ, ამ კონცერტმა ჩაუყარა საფუძველი ორ ორკესტრს შორის მეგობრობას. დიდ ბრიტანეთში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის წარმომადგენელთა ვიზიტი ამ მეგობრობის გაგრძელება გახლდათ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმისთვის საქართველო დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კვლავ უმასპინძლებს. ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი ქართველ კოლეგებს პირველი სამხედრო-საჩვენებელი მარშის მოწყობაში დაეხმარება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics