10:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 14:48:35, 534 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ ტრამპის გეგმები პუტინს არ უკავშირდება

საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

„ეს ამერიკული სახელმწიფოს გეგმებია და პუტინთან არანაირად არ არის დაკავშირებული. პუტინს მსგავსი გეგმები ჯერჯერობით არ აქვს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის და „ამას ის მოწმობს, რომ რუსეთი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს შეუერთდა“.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს.

„კიევის რეჟიმი დროებით მორატორიუმს არ ემორჩილება და ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics