03:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 10:03:18, 391 ნახვა

საზოგადოება
21 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით +4, +9°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4 °.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics