10:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 10:10:55, 587 ნახვა

სამართალი
ბელიაშვილზე, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა, დაცხრილულია მე-16 და მე -14 სართული

ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა:

9 მარტს საღამოს 11 ის ნახევარზე ბელიაშვილის 68 ნომერში იყო საშინელი სროლის ხმა,რესტორნიდან გასროლილი ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შემოვარდა - წერია ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაცემა კვირის ფორმულა იმ სახლში მცხოვრები მოქალაქე ჩაერთო, რომელშიც ტყვიამ ფანჯარა ჩაამსხვრია. ქალმა აღნიშნა, რომ ხუთჯერ გაისროლეს.

მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

"დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო"- აღნიშნა მან.

მოქალაქის თქმით, ტყვია შევარდა მე-14 სართულზე მდებარე სახლშიც.

"ჩვენ მე-16 სართულზე ვართ. მე-14 სართულზე ორივე შუშა დაზიანდა და შევარდა [ტყვია]. გაატარა ტყვია ორივე შუშამ და ღმრთის წყალობით გადავრჩით"- თქვა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics