16:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 14:13:45, 488 ნახვა

ეკონომიკა
ფრენის ფასები გაიზარდა - ქვეყნის გარეთ მოგზაურობა წლიურად 5-7%-ით გაძვირდა

2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის გარეთ ტურისტული მოგზაურობა 5.7%-ით გაძვირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმავე პერიოდში თვითმფრინავით გადაადგილების საფასური 9.31%-არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის ჭრილში მოგზაურობის ფასები 1.21%-იან შემცირებას, ხოლო თვითმფრინავით მგზავრობის საფასური 14.6%-იან კლებას აჩვენებს.

რაც შეეხება საქართველოს საზღვრებს შიგნით დასვენებას, იანვარში წლიურად გაზრდილია როგორც განთავსების, ასევე რესტორანში კვების ხარჯები. მაგალითად, სასტუმროების ფასები იანვარში 8.47%-ით, ხოლო სადილი რესტორანში 3.82%-ით გაძვირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics