17:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 18:31:27, 605 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: შევთანხმდით, რომ „მაესტროს“ მაუწყებლობა უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს

შენობასთან დაკავშირებით მხარეებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადანიშნული გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, შეთანხმება იყო იმაზე, რომ მოხდეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუკი მესაკუთრე კატეგორიული წინააღმდეგი იქნება იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება და ა.ა.შ.

ამასთან მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება.

„შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოგვაწოდონ სრული დოკუმენტაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მხარეებს არ მიუღიათ. შეთანხმება იყო იმასთან დაკავშირებით რომ მოხდეს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში თუკი მესაკუთრე კატეგორიული წინააღმდეგი იქნება იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება“, - განაცხადა ჭკუასელმა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დააფიქსირეს რომ „მაესტროს“ მაუწყებლობა უწყვეტი რეჟიმით უნდა გაგრძელდეს.

„მხარეებმა დავაფიქისირეთ პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია მაესტროს მაუწყებლობა გარძელდეს. ამაზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. ლევანი თანამშრომლობს და აცნობს თავის სამოქმედო გეგმას და დეტალებზე შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს“, - განაცხადა ჭკუასელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics