18:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 12:19:26, 392 ნახვა

საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკა - 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომელიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომელიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

ამასთან, როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics