09:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 14:37:12, 394 ნახვა

საზოგადოება
სალომე ასათიანი მზია მაღლაკელიძის დაკავებაზე - დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც მათ მიადგა ახლა. მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი

"ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. ლოგიკურია, რომ დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც "ბათუმელებს" მიადგა ახლა. - ამის შესახებ ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა განაცხადა

"აუცილებლად მოვა დრო, როცა გამოცემა "ბათუმელების" ისტორიას ახალგაზრდა ჟურნალისტები ისწავლიან - როგორც პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, საქმისადმი უპირობო ერთგულების იშვიათ მაგალითს, ყველა ყაიდის ავტორიტარის პირობებში - ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. ლოგიკურია, რომ დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც მათ მიადგა ახლა. მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი - ამ გაბედულ და ძალაუფლებით გახრწნილ ღერძებთან დაპირისპირებაში გამობრძმედილ ხალხს ვერ შეაშინებენ. ჩემი სოლიდარობა და დიდი პატივისცემა კოლეგებს." - განაცხადა სალომე ასათიანმა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics