00:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 11:50:02, 574 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე - ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის 25 % გაუყინა

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის 25 პროცენტი გაუყინა ( ნაცვლად აქამდე მოქმედი 20 პროცენტიანი ნორმატივისა), რამაც რეზერვები ფიქტიურად გაზარდა. წმინდა რეზერვები არ გაზრდილა - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე

მისივე ინფორმაციით,  სებ-ის სტატისტიკით, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა  324 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ბიუჯეტში რაიმე სახის უცხოური დახმარება შემოვიდა. გოცირიძე წერს, რომ ეს არის რეზერვების ფიქტიური ზრდა და განმარტავს

"ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა  324 მილიონი დოლარით გაზრდილა. ნოემბრის თვეში იყო 4, 123 მილიარდი დოლარი, დეკემბერში გახდა 4,447 მილიარდი დოლარი. 

რამ გამოიწვია  ეს ზრდა-იყიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარები ან ბიუჯეტში შემოვიდა რაიმე სახის უცხოური დახმარება? არა, ასე არ მომხდარა. რაც მოხდა რეზერვების ფიქტიური ზრდაა. 

კრიტიკულ ზღვარზე დაბლა აღმოჩენილი  რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა, ვიდრე მანამდე იყო. ნორმატივი მანამდე შეადგენდა  მოზიდული უცხოური ვალუტის მოცულობის 20 პროცენტს, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი. ამით, რეზერვების მოცულობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის წმინდა რეზერვები, მატება  მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რაც უკვე დაწყებულია, რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსება შეუძლებელია." , -  წერს რომან გოცირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics