07:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 13:28:19, 426 ნახვა

ეკონომიკა
ბოსტნეული 15.7%-ით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი - 10.1%-ით, წლიური ინფლაცია 1.9%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.6%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+15.7%)
  • ზეთი და ცხიმი (+10.1%)
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+8.8%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+6.9%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+5.5%)
  • თევზეული (+4.8%)
  •  ხორცი და ხორცის პროდუქტები (+1.3%);
  • პური და პურპროდუქტები (+0.3%).

ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.6%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 0.7%-ით ხილსა და ყურძენზე.

საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 5.9%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.7%-ით, ჯანდაცვა - 3.7%-ით, ხოლო ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.7%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.2%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 3.2%-ით, ტრანსპორტი კი - 1.4%-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics