18:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:36:05, 578 ნახვა

სამართალი
ნანუაშვილი: როცა არ ხდება ადექვატური რეაგირება რელიგიურ დაპირისპირებაზე, ახალ ინციდენტებს ვიღებთ

"როდესაც არ ხდება ადექვატური რეაგირება რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს", - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს.

"ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ ადიგენშიც კვლავ პრობლემაა ის, რომ როდესაც რამდენჯერმე არ მოხდა ადექვატური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, არ გაეცა პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს. ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არის წახალისება," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით).

შეგახსენებთ,  ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით,  ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს. მისი თქმით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი.

EMC-ის ცნობით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics