00:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 10:15:25, 588 ნახვა

სამხედრო
კადეტებმა საჯარო ლექცია მოისმინეს

კოჯორში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად გამართული სამხედრო შეტაკებების შესახებ ლექცია მოისმინეს და საბრძოლო მოქმედებების თეატრი დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კოჯორში კადეტებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე კადეტებს გაესაუბრა და სამხედრო ისტორიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდეთ პირველი რესპუბლიკის საწყისების შესახებ, მისი შინაარსის შესახებ. განსაკუთრებით ჩვენ, თავდაცვის სამინისტრომ უნდა იცოდეს სამხედრო ისტორიის ფარგლებში, პირველ რესპუბლიკას როგორი სამხედრო ძალები ჰყავდა, როგორ ცდილობდა იგი საკუთარი თვითმყოფადობის გადარჩენას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან არიან ჩამოსულები კადეტები, რომლებიც ამ ცოდნას მიიღებენ“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. საჯარო ლექცია თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიანტმა, ისტორიის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ჩაატარა.

ლექციის დასრულების შემდეგ კადეტები კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლას ესტუმრნენ. სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ კადეტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics