21:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:24:02, 555 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოფენა გაიხსნა

 „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…” - ამ სიტყვებით გაიხსნა „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართული გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოგამოფენა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სასწავლებელში გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, ხელნაწერები, ჯილდოები და პირადი ნივთებიც გამოიფინა.

სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელის მინიჭებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი ახალგაზრდებს „ცოდნის კვირეულის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატების მიღწევა სწორედ განათლებითა და ცოდნითაა შესაძლებელი.

„თავდაცვის სამინისტროში გრძელდება „ცოდნის კვირეული.“ კვირეულის არსია, ხაზი გავუსვათ, რომ ცოდნა არის მთავარი ფასეულობა, რითაც სამხედრო მოსამსახურე აღწევს პირად და კარიერულ წარმატებას. ამით ჩვენი უწყება აღწევს წარმატებას და ჩვენი სახელწმიფო აღწევს გამარჯვებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.  

მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტებთან ერთად ლიცეუმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა საითიძემ მათ საჯარო ლექცია „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ წაუკითხა.

დღესვე კადეტთა ლექსების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელების მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით  ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics