2024-09-09 12:07:46, 372 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავირეისების რაოდენობა გაიზარდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი - თბილისის - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),