21:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-27 16:14:42, 492 ნახვა

სპორტი
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა

27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი დაიწყო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, იუწყება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.

საქართველოს დელეგაციას ყველაზე მეტი ძიუდოისტი ჰყავს - 10 სპორტსმენი, მათგან 3 ქალი. ძიუდოს ნაკრების სპორტსმენების უმეტესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მედალოსანია. ვაჟთა გუნდს ჰყავს 2 ოლიმპიური ჩემპიონი (ლაშა ბექაური, ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი - ლონდონი 2012), მსოფლიოს 4 და ევროპის 6 ჩემპიონი.

ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება.

3 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics