22:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 16:37:21, 681 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ.

  • ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები
  • მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი, 
  • სერვის + 
  • სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები
  • აპარტოტელების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია
  • სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები
  • სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics