|
2016-02-16 16:59:50, 760 ნახვა
კომენტარი
ბესელია: პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ანგარიში ვერ წარმოადგინა, ამაზე ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა
"სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც ვერ შეძლო, ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა",- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებების ანგარიშები მოისმინეს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრემიერის წარმომადგენელი რეკომენდაციების თაობაზე ანგარიშების მოსმენას გასულ წელსაც არ ესწრებოდა. “სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ვერ შეძლო ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა. არც არავინ არ გამოცხადდა, ვინც ამ ინფორმაციას წარმოადგენდა. შარშანაც იგივე მოხდა. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ვეცდები პირადად დაველაპარაკო. ძალიან ყურადღებიანია სოფო და რატომ ხდება ასე. შარშანაც ერთადერთი რგოლი იყო ვინც არ მონაწილეობდა და წელსაც. შეიძლება ერთი რეკომენდაცია მოვიფიქროთ და მას გავუგზავნოთ. მთავრობის ყველა წევრი მოდის, გაუგებრია, რატომ არავინ გამოცხადდა. თვითონ ბორჯომშია კონფერენციაზე, მაგრამ არც არავინ არ გამოცხადდა ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მგონი, კარგი ფორმა არ არის, როცა კომიტეტი მთავრობის ყველა წევრს უსმენს და საპარლამენტო მდივნები მოდიან, არ მგონია, რომ ეს კარგი ტონი იყოს ასეთი ფორმა და იმედია, ორგანიზება მოხერხდება ისე, რომ შესაძლებელია თვითონ მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ვინმე სხვა უნდა მოვიდეს, რომ ეს ინფორმაცია წამოადგინოს. გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა, ამას დასკვნაშიც ავსახავთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)