11:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 16:57:03, 525 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სამაცივრე და საყინულე დანადგარების კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით სამაცივრე და საყინულე დანადგარების  კომპანია „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ფართოვდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.9 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 600 ტონა მოცულობის საყინულე საკანი აშენდა, რომელიც გერმანულ-ჰოლანდიური აგრეგატებით არის აღჭურვილი.  ასევე, მოხდა უკვე არსებული სამაცივრე მეურნეობის  ტემპერატურის და ტენიანობის მართვის თანამედროვე სისტემებით გადაიარაღება და რეკონსტრუქცია. კომპანია ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ელექტროენერგიის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით, მზის სადგურის მშენებლობას გეგმავს. პროცესშია 1,000 ტონა მოცულობის საყინულეს მშენებლობა. ასევე, გეგმაშია მშრალი სასაწყობე სივრცის მოწყობაც. ამით კომპანია ტვირთის მიღების, გაცემისა და ტვირთბრუნვის თანამედროვე მართვის სისტემებით აღჭურვას უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებით არაერთი სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მხარდაჭერით, პროექტები განხორციელებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  მოხარულები ვართ „ქართული ხილი და ბოსტნეული“ ჩვენი მხარდაჭერით ფართოვდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამაცივრე საწყობს აშენებს, რაც ტვირთბრუნვას გაზრდის და კომპანიის სამომავლო განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics