2024-05-31 21:25:48, 539 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო სამოგზაურო დაზღვევას 2026 წლამდე არ მოითხოვს
საქართველოში ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს.
საქართველოში შემოსული ტურისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ვალდებულება გათვალისწინებულია „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2024 წლის 1 ივნისიდან დაიგეგმა. მითითებული თარიღი დროებითი იყო და ოფიციალურად არ დადასტურებულა, წერს Business Insider.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ გააფრთხილა 2024 წლის 1 ივნისიდან საქართველოში შემოსვლის წესებში შესაძლო ცვლილებების შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,