|
2024-05-09 17:29:50, 484 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა
„ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოვონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას. მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობების შესასწავლად", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა სოფიაში, ბულგარეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ავიაციის ინდუსტრია საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ ავიაციის სფეროში. გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიბერალური ხასიათის შეთანხმებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ბულგარეთთან, ისრაელთან, ინდოეთთან, ბაჰრეინთან, ჩინეთთან, საუდის არაბეთთან და ა.შ. „2020 წლიდან ძალაშია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება," რომელიც გზას უხსნის ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროპის საჰაერო სივრცეში. იგი ითვალისწინებს ევროკავშირთან სამართლებრივ დაახლოებას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის არის საავიაციო უსაფრთხოება და უშიშროება, მგზავრთა უფლებები, საჰაერო მოძრაობის მართვა, კონკურენციის საკითხები, სოციალური ასპექტები და ა.შ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გურამ გურამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ავიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის, მგზავრთნაკადისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის და მცირე ზომის კარგო ტერმინალის, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის და თელავის აეროპორტის მშენებლობის შესახებ, მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა სტატისტიკას, რომლის მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს - 2023 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 6 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)