2024-02-22 13:02:09, 1089 ნახვა
რეგიონი
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, შუახევის მერიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი შეიძინა
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

"მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ავტობუსი შუახევის მუნიციპალიტეტს მოემსახურება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),