2024-02-16 15:31:05, 872 ნახვა
რეგიონი
მერია - ქედაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია შეიქმნა
"ქედის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 06-07 თებერვალს განვითარებული სტიქიის(ძლიერი წვიმის) შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია" შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქედის მერიის ცნობით, კომისიის წევრებთან შეხვედრა დღეს, მერმა როლანდ ბერიძემ გამართა.
"დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივმა კომისიამ დაიწყო მუშაობა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დეტალურად შეისწავლის მატერიალურ ზარალს და დაზარალებულ მოქალაქეებს გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),