2024-01-08 14:08:31, 1189 ნახვა
რეგიონი
ხაშურის მერია - დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
"სოფლების დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზის ნაპირას ჩამოიშალა მცირე მონაკვეთი. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,