15:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 12:58:23, 987 ნახვა

რეგიონი
ქედის მერი ქემერის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილე ანსამბლ „იაგუნდის“ წევრებსა და „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე თურქეთის რესპუბლიკის ქემერის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილე ქალთა ფოლკლორული ანსამბლ "იაგუნდის" წევრებს და ა(ა)იპ "ქედის კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელს, ჯამბულ სურმანიძეს შეხვდა.

ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი" თურქეთის რესპუბლიკის ქემერის მუნიციპალიტეტში მშვიდობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდა.  

"ანსამბლი "იაგუნდი" მსმენელის წინაშე აჭარული და ლაზური სასიმღერო რეპერტუარით წარსდგა.

მშვიდობის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ანსამბლი ორ ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა" და "საუკეთესო პერფორმანსი" დაჯილდოვდა. ანსამბლ "იაგუნდს" პრიზები ქემერის მუნიციპალიტეტის მერმა, ნეჯეთი თოფალოღლუმ გადასცა. 
  
აღნიშნულ ფესტივალში მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, რომელიც იუნესკოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics