17:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 10:58:57, 957 ნახვა

რეგიონი
ლიტერატურული კონკურსი „პეგასი“ იწყება

ლიტერატურული კონკურსი "პეგასი" იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ადგილზე შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენენ პროზასა და პოეზიაში.

"ღონისძიების პროგრამა:

 პირველი ტური - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი;

 მეორე ტური - 6 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქედის  მუნიციპალიტეტი;

 მესამე ტური - 8 ოქტომბერი, 12:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;

 მეოთხე ტური - 10 ოქტომბერი, 12: 00 საათი, აჭარის მწერალთა სახლი.

კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 გამარჯვებული. ასევე გამოვლინდებიან "პეგასი 2023"-ის გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: 1. პატრიოტული; 2. დიალექტური; 3. რომანტიკული; 4. კრეატიული; 5. კლასიკური.

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტში, 13 ოქტმბერს 14:00 სთ-ზე. პროექტის მხარდამჭერებისაგან გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. პროექტის მიზანია, დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა - "პეგასი 2023", რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები.

 პროექტის ორგანიზატორი და იდეის ავტორი - ნანა შაინიძე;

პროექტის თანაორგანიზატორი - რამაზ ხმალაძე.

კონკურში მონაწიელობის მსურველები დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: ქობულეთი - ლია შაქარიშვილი, 599 53 38 08; ხელვაჩაური - ნარგიზ ციმნარიძე, 599 85 14 55; ქედა - ირმა ქოქოლაძე, 599 50 08 46; შუახევი - ვახტანგ გოგრაჭაძე, 591 71 21 41; ხულო - რამაზ ხმალაძე, 595 50 46 36.

რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება 16-დან 29 წლამდე ასაკის ახლგაზრდებს შეეძლებათ. ლიტერატურული კონკურსი "პეგასი", პირველად 2019 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კონკურსი წელს მეხუთედ ტარდება. გისურვებთ წარმატებებს!"- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics