22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 13:30:10, 857 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს.

ვახტანგ მაისურაძის განცხადებით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ორგანიზებულად დაიწყო და ბავშვებს დღეს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ.

 „ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, აშენდა ახალი და სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, მოეწყო გასართობი სივრცეები. მიმდინარე წელს დაგეგმილია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამ კუთხით გვაქვს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც “ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics