00:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 16:13:32, 1489 ნახვა

სხვადასხვა
ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას აძლევს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ERR.ee იტყობინება.

კანონპროექტს მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება ჰქონდათ შვილები აეყვანათ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით. ძალაში რჩება ასევე კოჰაბიტაციის შეთანხმების დადების შესაძლებლობა, რომელიც ესტონეთის კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა დაფიქსირებული.

ერთსქესიანთა ქორწინების კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.

ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. 2023 წლის მონაცემებით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება ლეგალური იყოს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სლოვენიასა და კუბაში. საზღვარგარეთ ჩატარებული ერთსქესიანი ქორწინებები ასევე აღიარებულია ისრაელის მიერ.

2022 წლის დეკემბრიდან რუსეთმა აკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები 400 ათას რუბლამდე მოქალაქეებისთვის და ხუთ მილიონ რუბლამდე ორგანიზაციებისთვის.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ქორწინება განისაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics