03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 17:47:21, 1054 ნახვა

რეგიონი
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმარათა

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმარათა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ  აჭარის კლინიკების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები,  სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი სამინისტროს წარმომადგენლები.

DRG-სისტემის დაფინანსების მოდელზე, ძირითად გამოწვევებსა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა ისაუბრა, ხოლო აჭარის  ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, რეგიონში დაფინანსების მოდელის დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გააცნო აუდიტორიას ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ დაფინანსების ამ მოდელის ამოქმედების შემდგომ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, კარდიო და ონკო ქირურგიების, ასევე, პირველი დონის ინტენსიური თერაპიის სამედიცინო მომსახურება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულად იფარება.

„გლობალურ რეფორმას, რომლის მიზანია კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, ძალიან მოკლე ვადებში ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია მთლიანად DRG სისტემაში მოექცეს ჰოსპიტალური სექტორი და აქეთკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა. საერთო ჯამში შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც DRG-ის დაფინანსების მოდელმა მოგვცა არის ის, რომ გაიზარდა ხარჯთეფექტიანობა და შემცირდა თანაგადახდების წილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მძიმედ აწვა.

გასული წლის ნოემბრის თვის შემდეგ, 500 მილიონი ლარის დაფინანსება არის უკვე ამ მოდელით. მთავარი მიზანი რაც იყო - ხარჯთეფექტურობა და კლინიკების თანაბარ პირობებში ჩაყენება, მიღწეულია. შემცირებულია უკონტროლო თანაგადახდა და ზოგადად, დაწყებულია თანაგადახდის საკითხის მოწესრიგება. სამინისტრო მუდმივად კომუნიკაციის რეჟიმში იქნება კლინიკებთან და ერთობლივი თანამშრომლობით მივიღებთ საბოლოო შედეგს“, - აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

სამუშაო შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics