18:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 15:17:58, 1267 ნახვა

რეგიონი
კასპის მერიამ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სოფელ თელიანსა და მეტეხში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვივნენ.

„ისინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და დამდეგი დღესასწაული წინასწარ მიულოცეს.

ვახტანგ მაისურაძემ, ზურაბ კობაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა სააღდგომო ნობათი, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics