17:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 12:37:05, 1319 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრები პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 20-23 მარტის ჩათვლით გაიმართება.

"ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი გეგელიძეების, ახოს და ჩეტკიძეების მოსახლეობას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მაჟორიტარ მერაბ ნაკაშიძესთან, სტრუქტურული ერთეულის უფროს შოთა ბერიძესთან და წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრები პარალელურად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

მოსახლეობა კრებებზე პრიორიტეტების მიხედვით თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტებს და აქტიურად ერთვება მის განხორციელებაში. მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics