2023-02-09 18:35:16, 1468 ნახვა
სხვადასხვა
მესიმ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 3,5 მლნ ევროს დახმარება გაუგზავნა
ლიონელ მესიმ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 3,5 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
თურქული მედიის ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა დახმარება Leo Messi Foundation-ის ფონდიდან გამოყო.
Leo Messi Foundation არის ლიონელ მესის საოჯახო ფონდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობასა და განათლებაზე მთელს მსოფლიოში, ხოლო მისი უფროსი ძმა, მატიასი, UNICEF-თან პარტნიორობით აქტივობებს აწყობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,