20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 18:19:02, 1365 ნახვა

რეგიონი
თორიკე რიჟვაძე - საქართველოში დაცული ტერიტორია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ სიახლე გააჟღერა მაჭახელას ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხელვაჩაურში სრულდება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახელას კონცეფციას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები.  

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბათუმის ავტობუსების პარკის განახლება. მხოლოდ მომავალ წელს, პარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატება და წლის ბოლომდე სრულად განახლდება ბათუმის ავტობუსების პარკი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 55 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics