2022-12-02 14:35:59, 1581 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრებს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვს და საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.
იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),