02:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 10:57:20, 1483 ნახვა

რეგიონი
BLOOMBERG-მა ბათუმს სიუჟეტს მიუძღვნა და ევროპის გამორჩეულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

გავლენიანი ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს.

„ბათუმი ისტორიულად ვაჭრობის ცენტრი იყო, ახლა კი დროა, ქალაქმა ეს სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცოს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ სიტყვებით იწყება სიუჟეტი, რომელშიც  ბათუმში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და ქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზეა საუბარი.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, აჭარა ნამდვილად არის მოწინავე და მაღალი კლასის სასტუმროების არსებობა ახდენს მის, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მიმზიდველი გარემო გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის" - ნათქვამია სიუჟეტში.

ვიდეო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს წრეების მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმის, როგორც საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქის ბიზნეს შესაძლებლობებს ეთმობა.

სატელევიზიო კამპანია, რომელიც ბათუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან ერთად ვრცელ სტატიას და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს, ბლუმბერგის ეთერში დღეიდან ჩაეშვება. "ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აჭარის რეგიონს აქვს პოტენციალი იყოს მოწინავე არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში," განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ BLOOMBERG-ისთვის მიცემულ ინტერვიუშ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics