02:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:46:43, 1563 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნარგავები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა.

მერიის ცნობით, აქციის ფარგლებში, 7 სახეობის ხე-მცენარე საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სკვერებში დაირგო. სოფელ ზემო რენესა და კასპის #4 საბავშვო ბაღებში, კოდისწყაროს საჯარო სკოლაში, კასპში მიკრორაიონის სკვერში და სოფელ ლამისყანაში.

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. ნერგების შეძენას კი, ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა.

გამწავანების აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი.

„მწვანე გარემო, ეს არის ჯანმრთელი, სუფთა გარემო. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდი "ორქისს" ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics