04:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 17:18:17, 1550 ნახვა

რეგიონი
კასპში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 6 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. პროექტით განსაზღვრულ სამუშაოს კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფინანსდება - შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი. ამ ეტაპზე 7 პროექტია დაფინანსებული, მათგან 4 დასრულებულია, ერთი დასრულების პროცესშია ორზე  კი გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. შვიდივე პროექტი 133 225 ლარის ღირებულებისაა.

"ჩვენი მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდით, გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოიწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები", - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics