13:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 13:38:11, 1467 ნახვა

რეგიონი
დღვანში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება

შუახევის მუნიციპალიტეტს, კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება-ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა სოფელ დღვანში   მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და  სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდება ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. მშენებლობაზე 222 000 ლარამდე დაიხარჯება.

დღვანის  ბაგა-ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც  ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში   ბაღების მშენებლობაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics