13:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 13:57:49, 1533 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტსა და ბარდოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციასთან ერთად პოლონეთში 31 -ე ეკონომიკურ ფორუმში ,,კარპაჩი 2022" ღებულობდა მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბარდოსკომუნაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ  და  ქალაქ ბარდოს მერმა კრიშტოფ ჟეგანსკიმ   პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას, აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე ესწრებოდა.

ხელმოწერამდე შეთანხმება, ბარდოსკომუნის საბჭოს სხდომაზე კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს. პოლონეთისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამოცდილების გაზიარებას, თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირის ფონდებიდან, კომუნალური და საერთაშორისო პროგრამებიდან რესურსების გამოყენებას, ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვასფეროებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

აჭარის დელეგაცია ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს - ცეზარ ფშიბილსკის, ვიცე-მარშალს - მარჩინ კჟიჟანოვსკის დავროცლავის მერს - იაცეკ სუტრეკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. კარპაჩის  ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაესწრნენ რეგიონულ საინვესტიციო გამოფენასა და ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პლენარულ სხდომებს, ასევე სკლარსკა პორებაში ქვემო სილეზიის სპორტული ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორიმეგობარი და პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის მეგობრულ, ეკონომიკურ, საქმიან ურთიერთობებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე.

ქედის მერი როლანდ ბერიძე  ქედის მუნიციპალიტეტის კულტურული, ტრადიციული, ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციით წარსდგა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics