13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 17:50:46, 1849 ნახვა

რეგიონი
ჯვარიმინდორობის ფესტივალზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ოფიციალურად გაიხსნა

ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ტურისტების მისაღებად მზადაა. ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე საკემპინგე სივრცე ფოლკლორულ ფესტივალზე „ჯვარიმინდორობა“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსასვენებელი სივრცეები აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს ღია სივრცეში,  ავთენტურ გარემოში დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. 

„ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრებია მოწყობილი, მოგზაურებს საშუალება აქვთ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020 წელს განახორციელა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics