01:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 13:15:21, 1282 ნახვა

რეგიონი
ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან

ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, Forbes-ის, Selfie Travel-ის, Tv31 -ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები. მათი ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეები რეგიონში ყოფნისას მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრას, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას გეგმავენ.

„საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics