14:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:50:14, 853 ნახვა

სხვადასხვა
ტრეფიკინგის და ძალადობის თემაზე საინფორმაციო კამპანია გრძელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით ტრეფიკინგის და ძალადობის თემაზე საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

სამინისტროებისა და ფონდის წარმომადგენლებმა ტრეფიკინგისა და ძალადობის თემაზე საინფორმაციო ბროშურები და ახალი კალენდრები საზღვრისპირა რეგიონებში და სოციალური მომსახურების ფილიალებში დაარიგეს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ტრეფიკინგისა და ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
კამპანია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანიის ბროშურები თბილისის საპატრულო დეპარტამენტზეც განაწილდა.
შსს-ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციისა და უბნის ინსპექტორის თანამშრომლები, გამოძახების გარდა თან იქონიებენ ბროშურებს და მოსახლეობას დაურიგებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics