2022-04-19 00:13:48, 1480 ნახვა
სამხედრო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საოკუპაციო არმიის უმაღლესი სარდლობის სულ მცირე 24 წარმომადგენელი
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დროს, საოკუპაციო არმიის უმაღლესი სარდლობის სულ მცირე 24 წარმომადგენელი ლიკვიდირებული იქნა. - ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სრულმასშტაბიანი ომის 52 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული უმაღლესი სარდლობის 24 „უმაღლესი სამხედრო პირი“. აღნიშნულია, რომ საუბარია დადასტურებულ მონაცემებზე, ამიტომ სია შესაძლოა სრული არ იყოს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ლიკვიდირებულია ორი გენერალ-ლეიტენანტი, ექვსი გენერალ-მაიორი და 16 პოლკოვნიკი.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კობზონთან კონცერტზე ტერორისტული ფედერაციის 8 გენერალი და 16 პოლკოვნიკი გაგზავნეს. კონცერტი კრეისერ "მოსკვას" ბორტზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,