|
2022-04-01 15:25:23, 1749 ნახვა
რეგიონი
კასპში, კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნიგოზას ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დაზიანებულ გზაზე არსებული ორმოები და არ არსებული სანიაღვრე არხი დაზიანების ხარისხს ზრდიდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. განსაკუთრებით კი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექმნებოდათ პრობლემები. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 160 320 ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულება 400 ბენეფიციარისთვის უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოხსნას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)