18:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 10:52:49, 1238 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. #4 საჯარო სკოლის და მიკრო რაიონის დასახლების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს,  კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.

კასპის მერიის ინფორმაციით, ასფალტის დაგებამდე გზაზე მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლოები.

მათივე ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.

"გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. ახალად რეაბილიტირებული გზა კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს, როგორც სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივებს აღარ მოუწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics